რეიტინგში საქართველოს ეკლესია ლიდერობსმაისი 21, 2019

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, ინსტიტუტების რეიტინგში ეკლესია ლიდერობს. კვლევის მიხედვით, კითხვაზე: როგორც შეაფასებდით ინსტიტუტების საქმიანობას – რესპონდენტთა 20%-მა აღნიშნა, რომ საქართველოს მრთლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს, 41% ეკლესიის საქმიანობას კარგად, 21% საშუალოდ, 6% ცუდად, 1% კი ძალიან ცუდად აფასებს. ამასთან კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ 10%-მა გასცა.

მეორე ადგილს იუსტიციის სახლები იკავებს. კერძოდ, რესპოდენტთა 12% მიიჩნევს, რომ მათი საქმიანობა ძალიან კარგია, 47% იუსტიციის სახლების საქმიანობას კარგად, 27% საშუალოდ, 7% ცუდად, 2% კი ძალიან ცუდად აფასებს.

რესპონდენტთა დიდი ნაწილი ასევე დადებითად აფასებს საქართველოს ჯარსაც. კერძოდ, ჯარის საქმიანობას გამოკითხულთა 8% ძალიან კარგად, 47% კარგად, 26% საშუალოდ, 8% ცუდად, ხოლო 1% ძალიან ცუდად აფასებს. კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ რესპოდენტთა 10%-მა დააფიქსირა.

რაც შეეხება პოლიციას, გამოკითხულთა 6% მის საქმიანობას ძალიან კარგად, 42% კარგად, 34% საშუალოდ, 12% ცუდად, 2% კი ძალიან ცუდად აფასებს. ამასთან, კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ რესპოდენტთა 4%-მა გასცა.

„ერვონულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 4% საკუთარი საკრებულოს საქმიანობას ძალიან კარგად, 24% კარგად, 34% საშუალოდ, 16% ცუდად, 4% ძალიან ცუდად აფასებს. კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ კი გამოკითხულთა 17%-მა დააფიქსირა.

სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობას კი რესპოდენტთა 2% ძალიან კარგად, 23% კარგად, 40% საშუალოდ, 10% ცუდად, 2% ძალიან ცუდად აფასებს. კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ კი ამ შემთხვევაში 23%-მა დააფიქსირა.

კვლევის შედეგების მიხედვით მთავარი პროკურატურის საქმიანობას რესპოდენტთა 1% ძალიან კარგად, 13% კარგად, 33% საშუალოდ, 21% ცუდად, 5% ძალიან ცუდად აფასებს. კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ კი გამოკითხულთა 27%-მა გასცა.

რაც შეეხება პარლამენტს გამოკითხულთა 1% მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის საქმიანობა ძალიან კარგია, 11% საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას კარგად, 40% საშუალოდ, 31% ცუდად, 9% კი ძალიან ცუდად აფასებს. ამასთან, კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ გამოკითხულთა 8%-მა გასცა.

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, რესპონდენტთა უმრავლესობა უარყოფითად სასამართლო ინსტიტუტის საქმიანობას აფასებს. კერძოდ გამოკითხულთა 1% მიიჩნევს, რომ სასამართლოს საქმიანობა ძალიან კარგია, 11% მის საქმიანობას კარგად აფასებს, 31% საშუალოდ, 29% ცუდად, ხოლო 9% ძალიან ცუდად. ამასთან რესპოდენტთა 19% ამ კითხვაზე პასუხს „არ ვიცი“ აფიქსირებს.

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის საველე სამუშაობი 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში იმ ქალაქებში ჩატარდა, რომელთა მოსახლეობა არის 40 ათასზე მეტი. ესენია: ბათუმი, ზუგდიდი, რუსთავი, ფოთი, გორი და ქუთაისი.

NDI აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,3 %-ია.