VIDEO: “ადვოკატმა კიდევ უფრო დაამძიმა მამა გიორგი მამალაძის მორალური  ბრალი”მაისი 23, 2019

დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხზე საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ დეკანოზის გარემოცვამ ჩიხში შეიყვანა მისი შეწყალების შუამდგომლობის საკითხი, რადგან საპატრიარქო თავიდანვე მხარედ დაასახელა და პასუხისმგებელი ამ ცილისწამებებზე არავინ ჩანს.

„გულწფელად მინდოდა მამა გიორგის დახმარება. ჩავერთე დიალოგში. საპატრიარქომ ამ ფაქტით ყველაფერი გააკეთა, რომ მდგომარეობიდან გამოსავალი თავად ეპოვა დეკანოზსა და მის გარემოცვას. თუმცა, თავიდანვე იყო ეჭვი, რომ ისინი ამ ნაბიჯს ვერ გადადგავდნენ, მაგრამ ეს ჩვენი მხრიდან იყო ბოლო მცდელობა. სამწუხაროდ, ამ მოვლენას შემდგომში დაარქვეს გარიგება; თითქოს ჩვენ მათგან რაღაც გვჭირდებოდა. ჩვენ ბოლო დრომდე ვუშვებდით, რომ რაც ხდებოდა მის გარშემო, არ იყო მასთან შეთანხმებული. თუმცა, მისმა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ ბოლოს განაცხადა, რომ ყველაფერი დეკანოზთან იყო შეთანხმებული. როდესდაც ვესაუბრე მამა გიორგის და ვთხოვე პატრიარქისთვის მიეწერა, თქვა, რომ მისგან არ მომდინარეობდა ის ყველა ცილისწამება, რაც საპატრიარქოს მისამართით ისმოდა. ადვოკატმა ამით კიდევ უფრო დაამძიმა მამა გიორგის მორალური  ბრალი. აქაც პასუხისმგებელი არავინ არის იმ ბრალდებებზე. არავის შესწევს ძალა, რომ ქრისტიანული შენდობა ითხოვოს იმ ბრალდებებზე, რომლებსაც ვერ ადასტურებენ. ახლა უკვე გარემოებები შეიცვალა“ – აცხადებს მამა ანდრია.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ასევე აცხადებს, რომ დაცვის მხარეს გადაეცა დოკუმეტური მასალები, რომლებითაც არ დასტურდება დეკანოზის მძიმე ავადმყოფობა, მაგრამ მაინც განაგრძობენ საპატრიარქოს წინააღმდეგ ბრალდებებს, რომ არ ითვალისწინებს დეკანოზის მძიმე მდგომარეობას.

„მოვუწოდებდი ადვოკატს და სასურველიც იქნებოდა, რომ გამოაქვეყნოს ის დოკუმეტები, რომლებიც მათ მიიღეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტისგან“ –  აცხადებს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი.

DOGMA.GE