Mamashio Paichadze: ჩვენ ყოველთვის გვეშინია სიახლის, ამიტომაც ჩავიკეტეთ უაზრო ტრადიციებში, რომელიც ამოსაძირკვიააგვისტო 12, 2017

მამა შიო პაიჭაძე “facebook”-ის გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:
ჩვენ ყოველთვის გვეშინია სიახლის, ამიტომაც ჩავიკეტეთ უაზრო ტრადიციებში, რომელიც ამოსაძირკვია: ქეიფი, რომელიც ქრისტიანობის ნაწილად ვაქციეთ, ღალატი ოჯახისა, კაცია, რა ქნას, უუნარობა და ბელადომანია: სხვა მომცემს და სოციალური დახმარების იმედად დაკუნტული ბრგე ვაჟები, ერი, რომელიც არ ქმნის და თან, რომ ჰგონია სხვებზე უკეთესი თავი, ერი რომელიც ბედნიერია ამ ყველაფრით: “ჩვენისანა ბედნიერი განა არის სადმე ერი……….დიდი ილია. დიდი ადამიანების მკვლელი და შურიანი: “თუ ვინმე დიდი კაცი გამოგვერია, ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყორნები”. ერმა რომელმაც კირიონი მოკლა, ლეონიდე მოკლა, განსჯის: რუსს, ბერძენს, სომეხს, ევროპელებს, სერბს…..რა ვიცი დავფიქრდეთ და თვითკრიტიკა გადაგვარჩენს. რად გვინდა თავი თუ სამშობლო გავავერანეთ. ჩვენ არ ვქმნით და ამიტომ სამყარო ვერ გხვედავს.
სამყარო აგრძელებს განვითარებას-ჩვენ ჩამოვრჩით და დავცინით დანარჩენ სამყაროს: ოჰ ეს ბნელები…რა შორს წავიდნენ.