PrimeTime: სალომე ზურაბიშვილი ფოკაში წმ. ნინოს გზის გასავლელად ჩავიდაივნისი 1, 2019

საქართველოს პრეზიდენტი მომლოცველებთან ერთად ნინოწმინდის სოფელ ფოკაში, ფარავნის ტბაზე იმყოფება. საიდანაც სალომე ზურაბიშვილი წმინდა ნინოს გზის გავლას გეგმავს.

საქართველოს პრეზიდენტმა, ფარავნის ტბიდან, ფეისბუქის პირად გვერდზე რამდენიმე ლაივიც ჩართო. მომლოცველებმა უკვე დაანთეს კოცონი და ტრადიციულ ქართულ ცეკვებსა და სიმღერებს ასრულებენ.

ფეისბუქ ლაივის კომენტარებიდან ირკვევა, რომ ფარავნის ტბაზე კოცონი თავად პრეზიდენტმა აანთო.

სალომე ზურაბიშვილმა, 29 მაისს განაცხადა, რომ ის პირველ ივნისს, წმინდა ნინოს ხსენების დღეს, სწორედ წმინდა ნინოს გზას გაივლიდა. მანვე განმარტა, რომ პილიგრიმობით ევროპაში საკმაოდ ბევრი ადამიანია დაინტერესებული და ამ მიმართულების გააქტიურებით,  საქართველო ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება.

წყარო: PrimeTime.ge