პატრიარქი ფერეიდნელ ქართველებს შეხვდაივნისი 6, 2019

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და  საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ფერეიდნელი ქართველები მიიღეს. შეხვედრას იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

“უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ფერეიდნელი ქართველები დალოცა და იმედი გამოთქვა, რომ ფერეიდანში მცხოვრებნი უფრო მეტად გაძლიერდებიან რწმენაში და განამტკიცებენ ფესვებთან კავშირს.

ფერეიდნელმა ქართველებმა მის უწმინდესობას მზრუნველობისთვის მადლობა გადაუხადეს და ფოლკლორული სიმღერები შეასრულეს.

აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრა XVII-XVIII საუკუნეებში ფერეიდანში ქრისტეს სარწმუნოებისათვის მოწყვეტილთა  ხსენბის დღეს შედგა” – ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში.