პატრიარქი ბოდბეში კვირას წმ. ნინოს ტაძარს აკურთხებსივნისი 6, 2019

სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, კვირას, ბოდბეში გაემგზავრება, რათა ახლად აშენებული წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი აკურთხოს. ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში დღეს, ქადაგებისას ბრძანა.

მისივე თქმით, პატრიარქი ბოდბის წმინდა ნინოს ტაძარში საღმრთო ლიტურგიას აღავლენს.

„მინდა შეგახსენოთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, კვირას მიემგზავრება ბოდბეში, სადაც ამ კვირას იკურთხება ახლად აშენებული შესანიშნავი წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი, წმინდა ნინოს სახელობის მონასტერში და მისი უწმინდესობა იქ წირვას აღავლენს ამ მოვლენასთან დაკავშირებით, – განაცხადა მეუფე შიომ.