რომის პაპმა “მამაო ჩვენოს” ტექსტი შეცვალაივნისი 6, 2019

რომის პაპმა ფრანცისკემ „მამაო ჩვენოს“ ტექსტის იტალიურ თარგმანში ცვლილება შეიტანა. სპეციალიზირებული გამოცემა Avvenir-ის ინფორმაციით, ფრაზა „და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა“ ჩანაცვლდება ფრაზით „და ნუ დაგვიტევებ ჩვენ განსაცდელსა შინა“.

რომის პაპი ფრანცისკე „მამაო ჩვენოს“ ტექსტში ცვლილების ინიციატივით 2017 წლის 7 დეკემბერს გამოვიდა. მან განაცხადა, რომ ლოცვა ინგლისურ და სხვა ენებზე არასწორია, რადგან „შეიძლება ვიფიქროთ, რომ ღმერთი ირჩევს შეგვიყვანოს თუ არა განსაცდელში“.

„ეს ცუდი თარგმანია, რადგან იმაზე მიგვანიშნებს, რომ განსაცდელის პროვოცირებას ღმერთი ახდენს“, – განაცხადა რომის პაპმა.

imedinews.ge