წმ. ნინოს სახელობის ტაძრის კურთხევა 9 ივნისს 8:00 საათზე დაიწყებაივნისი 7, 2019

კვირას, 9 ივნისს, ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარი იხსნება. ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი “ფეისბუკის” პირად გვერდზე ყველას აძლევს ლოცვა-კურთხევას, მონაწილეობა მიღონ ისტორიულ მოვლენაში.

“ტაძრის კურთხევა დაიწყება დილის 8 საათზე, ხოლო 10 საათზე საზეიმო წირვას აღავლენს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა, ილია მეორე, წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად.
ვისთვისაც ძვირფასია წმინდა ნინო და ვისაც აქვს სურვილი, ყველას – როგორც სასულიერო პირებს, ასევე საზოგადოების წევრებს, ეძლევა ლოცვა-კურთხევა, მიიღონ მონაწილეობა ამ ისტორიულ მოვლენაში.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ” – წერს მეუფე იაკობი.