პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადაივნისი 9, 2019

სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის. დალოცვილი იყოს და ღმერთმა შეუწიროს ის ღვაწლი, რომელსაც ის აკეთებს, – განაცხადა პატრიარქმა ბოდბეში წმინდა ნინოს ახლადაშენებულ ტაძარში, რომელიც დრეს ეკურთხა.

პატრიარქმა ქადაგებისას მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ტაძრის მშენებლობაში მიიღოს მონაწილეობა.

„აშენდა წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი. 1700 წელი ელოდებოდა საქართველო ამ ტაძარს. წმინდა ნინო რომ ჩამოვიდა ბოდბეში, მან ააშენა წმინდა გიორგის ტაძარი. მადლობსა ვწირავთ უფალს, რომ მოგვცა საშუალება აგვეშენებინა წმინდა ნინოს ახალი ტაძარი ბოდბეში. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რამ მისცა წმინდა ნინოს ეს სულიერი და ფიზიკური ძალა, რომ ჩამოვიდა ასე შორ გზაზე. ჩამოვიდა და მოაქცია ქართველი ერი. ჩვენ ვმადლობთ უფალს, უძულურთა მკურნალსა და ნაკლულევანთა აღმავსებელს, რომ გვაძლევს მადლს ვაკეთოთ ღვთის საქმე. დალოცვილი იყავით, მრავალჟამიერი იყოს თქვენი სიცოცხლე, გაიხაროს საქართველომ. მადლობელი ვართ ჩვენი მორწმუნე ხალხისა, რომ დიდი ღვაწლი გასწიეს ამ ტაძრის მშენებლობაში, სხვა ტაძრების მშენებლობაში. მინდა მადლობა მოვახსენო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. დალოცვილი იყოს და ღმერთმა შეუწიროს ის ღვაწლი, რომელსაც ის აკეთებს“,- ბრძანა პატრიარქმა.

ბოდბეში, ახლად გახსნილ ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო პანაღიით დააჯილდოვა, ხოლო ბოდბელ ეპისკოპოს იაკობს მთავარეპისკოპოსის ხარისხი მიანიჭა.

პატრიარქმა დღეს ასევე სიგელებით დააჯილოდოვა ყველა, ვისაც წვლილი მიუძღვის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მშენებლობაში და სასულიერი პირები.

ბოდბის დედათა მონასტერის ახლად გახსნილ ტაძარში წირვაზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის წევრები, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდნენ.

IPN.GE