უკრაინის საპატიო პატრიარქი: ტომოსის არსი რომ გვცოდნოდა, ხმას არ მივცემდით ავტოკეფალიასივნისი 11, 2019

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი აცხადებს, რომ ვერ მიიღებს ტომოსს, რადგან წინასწარ მისთვის უცნობი იყო მისი შინაარსი. ამის შესახებ მან უკრაინის ინტელიგენციის ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. ამ ინფორმაციას სააგენტო „უნიანი“ ავრცელებს.

„ამ ტომოსს ჩვენ ვერ მივიღებთ, რადგან ჩვენ არ ვიცოდით იმ ტომოსის შინაარსი, რომელიც მოგვცეს. მისი არსი რომ გვცოდნოდა, 15 დეკემბერს ხმას არ მივცემდით ავტოკეფალიას. ჩვენ არ გვჭირდება ერთი დაქვემდებარებიდან მეორეში გადასვლა. მოსკოვის პატრიარქატი მოსკოვის ინტერესებს ემსახურება, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია ემსახურება ბერძნებს. ვინ მოემსახურება უკრაინას?“ – განაცხადა ფილარეტმა.

ფილარეტი საპროტესტო განცხადებით პირველად არ გამოდის. ჯერ კიდევ 15 მაისს მან განაცხადა, რომ ეპიფანემ და უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ იგი მოატყუეს, დაარღვიეს სიტყვიერი შეთანხმება იმის თაობაზე, რომ „უმე“-სთვის ტომოსის მიცემის შემდეგ ის იქნებოდა ეკლესიის მმართველი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის შიგნით ეკლესიას ერქმეოდა „უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის კიევის პატრიარქატი“. უცხოეთში კი ეკლესიას წარმოადგენდა ეპიფანე, როგორც მიტროპოლიას.