პარიზში ნოტრ-დამის ტაძარში პირველი მსახურება 15 ივნისს შესრულდებაივნისი 13, 2019

პარიზში ნოტრ-დამის ტაძარში პირველი მსახურება 15 ივნისს, შაბათს შესრულდება. პარიზის მთავარეპისკოპოსის ფილიპ მარსეს ინფორმაციით, მასზე დასწრების შესაძლებლობა ყველას არ ექნება, მათ შორის ტაძარში ვერც ჟურნალისტები მოხვდებიან.

„ეს შეუძლებელია. დამსწრე ადამიანების რიცხვი მკაცრად შეზღუდულია. ტაძარში მყოფებს ჩაფხუტები ეფარებათ. ტაძარში მხოლოდ ერთი სატელევიზიო არხი იქნება დაშვებული“ . – განაცხადა მთავარეპისკოპოსმა.

მისივე ინფორმაციით, ლოცვა ტაძრის გარეთაც ჩატარდება და მასზე დასწრება ყველა მსურველს შეეძლება.

ხანძრიდან ორი თვის თავზე, პირველი მსახურებისას, საკურთხევლის კურთხევა მოხდება.

პარიზის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ხანძარი 15 აპრილს გაჩნდა.