წმინდა დავით გარეჯელის ხსენებაივნისი 13, 2019

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ივნისს , წმინდა მამა დავით გარეჯელის ხსენებას, მამა დავითობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა აღევლინება.

წმინდა მამის ხსენების დღე გარდამავალია და ამაღლების შემდეგ ხუთშაბათს აღინიშნება. ამ დღეს განსაკუთრებით აღნიშნავენ დავით გარეჯის ლავრაში, რომელიც წმინდა მამის დაარსებულია და სადაც მისი საფლავია.

ღირსი და საკვირველმოქმედი მამა დავით გარეჯელი შუამდინარეთის ასურეთიდან იყო. იგი წმინდა მამა იოანე ზედაზნელის სულიერი შვილი გახდა და მე-6 საუკუნეში 12 ასურელ მამასთან ერთად, მართლმადიდებლობის განსამტკიცებლად საქართველოში შემოვიდა.

მამა დავითმა სამოღვაწეოდ ჯერ თბილისი აირჩია. თავის მოწაფესთან და სულიერ შვილთან, ბერ ლუკიანესთან ერთად იგი ქალაქის დასავლეთით მდგარი მთის ფერდობზე, გამოქვაბულში დასახლდა, სადაც პატარა სამლოცველო მოაწყო. იმდროინდელი თბილისი ცეცხლმსახურებს ეპყრათ. მამა დავითმა ქრისტეს ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე ბევრი ცეცხლმსახური მოაქცია. შემდეგ სამოღვაწეოდ გარეჯის უდაბნო აირჩია, სადაც თანამოაზრე ბერებთან ერთად მონასტერი შექმნა.

წმ. დავით გარჯელის სახელს უკავშირდება ასევე მადლის ქვა, რომელიც წმ. მამამ იერუსალიმის მოლოცვის შემდეგ საქართველოში წამოიღო.