კიდევ ერთი სტუდენტი, რომელმაც საქართველოში თეოლოგიის დოქტორის ხარისხი მიიღოივნისი 13, 2019

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას თეოლოგიის კიდევ ერთი დოქტორი შეემატა. ცოტნე ჩხეიძე მეორე ქართველი სტუდენტია, რომელმაც საქართველოში მიიღო თეოლოგიის დოქტორის ხარისხი. პირველი სტუდენტი, ვინც ასეთი ხარისხი მიიღო, სასულიერო აკადემიის “ძველი აღთქმის” პედაგოგი ირაკლი ორჟონიაა.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, დღეს, საქართველოს საპატრიარქოში ჩატარდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სადისერტაციო კომისიის სხდომა, რომელზეც  დოქტორანტმა ცოტნე ჩხეიძემ წარმოადგინა და წარმატებით დაიცვა ნაშრომი სახელწოდებით ,,ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა სიმბოლური ქმედებების საღვთისმეტყველო ანალიზი” (სამეცნიერო ხელმძღვანელი: რუსთავის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

 

სადისერტაციო კომისიის გადაწყვეტილებით, ცოტნე ჩხეიძის ნაშრომი შეფასდა მაღალ დონეზე და ავტორს მიენიჭა თეოლოგიის დოქტორის ხარისხი.

სადოქტორი ნაშრომის ,, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა სიმბოლური ქმედებების საღვთისმეტყველო ანალიზი” გაცნობა შესაძლებელია თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის ბიბლიოთეკაში.