16 ივნისს პატრიარქი აბიტურიენტებს დალოცავს, დღეს კი კახა კალაძის ოჯახი დალოცაივნისი 14, 2019

16 ივნისს სრულიად საქართვველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II სამების საკათედრო ტაძარში  დალოცავს აბიტურიენტებს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.

საპატრიარქოს ინფორმაციითვე, დღეს პატრიარქმა ქალაქ თბილისის მერი, კახა კალაძე და მისი ოჯახის წევრები მიიღო.

უწყების ინფორმაციით, დღეს მოინათლნენ კახი კალაძის უმცროსი შვილები, რომელთა ნათლია სწორედ საქართველოს კათალიკოს პატრიარქი გახდა.