სულთა შაბათი – სულთმოფენობის წინა დღე მიცვალებულთა ხსენებააივნისი 15, 2019

აღდგომიდან მეშვიდე შვიდეულის შაბათს, სულთმოფენობის წინა დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია მიცვალებულებს იხსენიებს. მორწმუნეები ამ დღეს სულის შაბათს უწოდებენ.

ამ დღეს მრევლი ტაძარში მიდის, სადაც საუკუნიდან ამჟამამდე გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი დიდი პანაშვიდი აღესრულება.

ეკლესია ყველა მორწმუნეს მოუწოდებს, ლოცვები გააძლიეროს თავისი გარდაცვლილი წინაპრებისთვის, ახლობლებისა და ნათესავებისთვის.