მეუფე იაკობი განცხადების გასაკეთებლად ემზადება – “მე ხელწამოსაკრავი ადამიანი არ ვარ”ივნისი 15, 2019

არავინ სდევნის ლგბტ თემს, – ამის შესახებ მეუფე იაკობმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ ლგბტ თემის აქციას. მეუფე იაკობი კვირას, 16 ივნისს, ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას მოწოდებით მიმართავს, თუმცა რა შინაარსის იქნება ეს მოწოდება, სასულიერო პირი არ აკონკრეტებს.

ამასთან, კითხვაზე, შეათანხმებს თუ არა ის კვირას დაანონსებული განცხადების შინაარსს საპატრიარქოსთან, მეუფე იაკობი აცხადებს, რომ არავისთან შეთანხმებას არ აპირებს.

„ერი ნახავს, რა ტიპის მოწოდებასაც გავაჟღერებ. მე ხელწამოსაკრავი ადამიანი არ ვარ. გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი ვარ და მივიღებ იმ გადაწყვეტილებას, რაც საჭიროა ქართველი ერისთვის. არავისთან არ შევათანხმებ, მე თვითონ მივიღებ გადაწყვეტილებას,“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.

„ერთი რამე იცოდეს ყველამ: არავის არ ჩავატარებთ მაგას. დევნიან თუ არა მათ? არავინ მაგათ არ სდევნის. ჩვენთან წინა მთავრობაში ძალიან ბევრი მინისტრი იყო მასეთი, თუმცა არავის არაფერი არ უთქვამს. რა შუაშია კონსტიტუცია, ვარღვევ რამეს? შეიკრიბონ ინდოჩინეთში. სამარცხვინოდ მოიქცნენ სალომე სამადაშვილი, ელენე ხოშტარია და თამარ კორძაია. მიხედონ თავიანთ ოჯახებს,“ – განაცხადა მეუფე იაკობმა ტვ „პირველის“ ეთერში.