დეკანოზი თამაზ ლომიძე: დასჯის, იზოლაციის და ა.შ. სუვერენული უფლება აქვს მხოლოდ ღმერთს და დედამიწაზე – სახელმწიფოსივნისი 15, 2019

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახური დეკანოზი თამაზ ლომიძე თბილისში გუშინ საღმოდან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” წერს, რომ ეკლესიას და მის წევრებს არა აქვთ უფლება და არც მოწოდებულნი არიან, რაიმე სახის ძალა გამოიყენონ ცოდვის მოქმედთა წინააღმდეგ:

“ეკლესია მოწოდებულია და მას აქვს უფლებაც და პირდაპირი მოვალეობაც, მისი მოძღვრების შესაბამისად, საკუთარ წიაღში არ მიიღოს ჰომოსექსუალური თუ სხვა განსხვავებული სექსუალური ურთიერთობანი, უწოდოს მათ ცოდვა, იქადაგოს ამის წინააღმდეგ, ასწავლოს, შეაგონოს, მშვიდობიანი სიტყვით დაგმოს კიდეც ეს და სხვა ცოდვებიც, მაგრამ ეკლესიას და მის წევრებს არა აქვთ უფლება და არც მოწოდებულნი არიან რაიმე სახის ძალა გამოიყენონ ცოდვის მოქმედთა წინააღმდეგ. ეს სცდება ეკლესიის ფუნქციებს, არაა მისი მოვალეობა და უბრალოდ, არ შეესაბამება ეკლესიის მშვიდობისმყოფელ ბუნებას. თუ ეს სადმე საჭიროა, ძალის გამოყენების, ადამიანის გადაადგილების და თავისუფლების შეზღუდვის, დასჯის, იზოლაციის და ა.შ. ერთადერთი სუვერენული უფლება აქვს მხოლოდ ზეცაში ღმერთს და დედამიწაზე ღმერთის ძალაუფლების ამქვეყნიურ მტვირთველს – სახელმწიფოს. ვიმეორებ: არა ადამიანთა ერთ ჯგუფს, როგორი მცირე ან მრავალრიცხოვანიც არ უნდა იყოს ის, არამედ, მხოლოდ სახელმწიფოს” – წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.