მეუფე კალისტრატეს 23 ივნისს ბაგრატის ტაძარში დაკრძალავენივნისი 20, 2019

საქართველოს საპატრიარქო ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტის კალისტრატეს (მარგალიტაშვილი) გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს საპატრიარქო დიდი მწუხარებით იუწყება, რომ დღეს, დილის 05:00 საათზე, ოცდათექვსმეტი წლის მღვდელმთავრული მოღვაწეობის შემდეგ, ღვთივ განისვენა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ (მარგალიტაშვილი). დაკრძალვა შედგება ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში, 23 ივნისს, კვირას, 14:00 საათზე. ღმერთმა აცხოვნოს მისი უკვდავი სული,”-აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.