ეკლესია – მრევლს: წელს საქართველოში ამჯობინეთ დასვენებაივნისი 25, 2019

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მრევლს სთხოვს, წელს საქართველოში დაისვენონ. ამასთან დაკაშირებით საქართველოს საპატრიარქო ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადებას ავრცელებს.

“ა.წ. 19 ივნისიდან განვითარებულმა მოვლენებმა, შეიძლება ტურისტული მომსახურების სფეროში ჩართული  არაერთი ჩვენი მოქალაქე სერიოზულად დააზარალოს, რადგან ბევრ მათგანს აღებული აქვს საბანკო კრედიტი და პრობლემები შეექმნება მის დაფარვაში.

ამიტომაც ვთხოვთ ხელისუფლებას და ბანკების ხელმძღვანელებს, ვიდრე ვითარება შეიცვლება, მაქსიმალურად გაუწიონ შეღავათი ტურისტულ სექტორში დასაქმებულ კრედიტორებს.

ამასთან, ვთხოვთ ჩვენს მრევლს, – შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, წელს ამჯობინეთ დასვენება საქართველოში” – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.