პატრიარქი: “ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ დროს, როცა ადამიანები არ არიან კმაყოფილი არსებული მდგომარეობით”ივნისი 30, 2019

მეტად რთულ დროს ვცხოვრობთ, როცა ადამიანები არ არიან კმაყოფილი არსებული მდგომარეობით. თხოულობენ ახალ პირობებს და ეს პირობები არც ისე ადვილია მოიპოვო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სიმშვიდე, მშვიდობა აუცილებელია ყოველი ადამიანისთვის, აუცილებელია ქვეყნისთვის. სიმშვიდე თუ არ იქნება, ვერაფერს მიაღწევს ადამიანი,- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

“გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის ხსენება ათონის მამების. იცით არის ქართული მონასტერი ივერონი და შევთხოვთ წმინდა მამებს, რომ დაამშვიდოს საქართველო და მთელი მსოფლიო. ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ დროს, როცა ადამიანები არ არიან კმაყოფილი არსებული მდგომარეობით. თხოულობენ ახალ პირობებს და ეს პირობები არც ისე ადვილია მოიპოვო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ სიმშვიდე, მშვიდობა აუცილებელია ყოველი ადამიანისთვის, აუცილებელია ქვეყნისთვის. სიმშვიდე თუ არ იქნება, ვერაფერს მიაღწევს ადამიანი. ეს სიმშვიდე მოგცეთ ღმერთმა თქვენ და მთელ საქართველოს “,- ბრძანა პატრიარქმა.

პატრიარქმა ბერთა ცხოვრებაზეც ისაუბრა და ბრძანა, რომ ისინი კმაყოფილი არასდროს არიან საკუთარი თავის.

“ბერის ცხოვრება ძალიან რთულია. ბერი არის ის ადამიანი, რომელიც არასდროს არის კმაყოფილი თავისი მდომარეობისა, თავისი თავის. ბერი ის ადამიანია, რომელიც ცდილობს დადგეს აღმავლობის კიბეზე. ბერი ის ადამიანია, რომელიც არ არის კმაყოფილი გუშინდელი დღით და დღეს უნდა იყოს უკეთესი, ვიდრე გუშინ. ბერების ლოცვამ გადაარჩინა ქვეყანა და ეკლესია. გილოცავთ მთაწმინდელების დღესასწაულს. შეგვეწიოს მათი ლოცვა ჩვენ და მთელ მსოფლიოს”,- ბრძანა პატრიარქმა.

IPN.GE