მიტროპოლიტი ანდრია: “ქრისტეს სახელისათვის ყოველთვის ვიქნებით დევნულნი”ივლისი 1, 2019

ფრაგმენტი ქადაგებიდან:

“ქრისტეს სახელისათვის ყოველთვის ვიქნებით დევნულნი, ეს წუთისოფელი ვერ გაგვიგებს და თავისიანად არ მიგვიჩნევს იმიტომ, რომ მაცხოვარმა ბრძანა, თავის მოწაფეებს უთხრა, პირველად მე მომიძულეს და თქვენც მოგიძულებენო.
გრიგოლ ხანძთელი ბრძანებს:,, ამ წუთისოფელში ჩვენი ყოფნა მხილებაა წუთისოფლისო”
ქრისტიანებმა ხმაც რომ არ ამოვიღოთ, ჩვენი არსებობით ვამხელთ ამ წუთისოფლის ცოდვას, ბოროტებას და უსჯულოებას. ასე რომ ნუ გვიკვირს და ნურც უიმედონი ვიქნებით. ჩვენი იმედი, სასოება, ძალა და საბოლოო მარადიული გამარჯვება არის ქრისტე და არის ღმერთი!
ღმერთმა დაგლოცოთ ქრისტეს მიერ საყვარელნო, ღვთის მადლი და წყალობა იყოს თქვენთან აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.”

გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია.