პეტრე-პავლობის წირვა-ლოცვას პატრიარქი “სამების” ტაძარში შეასრულებს, 13 ივლისს – სვეტიცხოველშიივლისი 7, 2019

პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე  ხუთშაბათს საღამოს და პარასკევს დილით, წირვა-ლოცვას სამების საკათედრო ტაძარში აღასრულებს. ამის შესახებ ილია მეორემ მრევლს დღეს, ქადაგების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, შაბათს აღინიშნება სვეტიცხოვლობა, 12 მოციქულის დღესასწაული, რის გამოც, მისი თქმით, წირვა-ლოცვა სვეტიცხოვლის ტაძარში შესრულდება.

დღეს კი მართლმადიდებელი ეკლესია უფლის წინამორბედის იოანე ნათლისმცემლის შობას დღესასწაულობს. წირვის შემდეგ, სამებბის ტაძარში ქადაგებისას, პატრიქრმა აღნიშნა, რომ ცხოვრების გზა არც ისე იოლია, მრავალი დაბრკოლება ხვდება ადამიანს ცხოვრების გზაზე და ამ დროს მას სჭირდება დახმარება, სულიერი შეწევნა. როგორც პატრიარქმა ბრძანა, წმინდა იოანე ნათლისმცემელი ასეთი შემწეა.