13 ივლისი სვეტიცხოვლობა – 12 მოციქულის ხსენების დღეაივლისი 12, 2019

მართლმადიდებელი ეკლესია 13 ივლისს 12 მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს. სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარი 12 მოციქულის სახელზეა აგებული, რის გამოც 13 ივლისის დღესასწაული სვეტიცხოვლობადაც იწოდება.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 13 ივლისს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საღმრთო ლიტურღიას  13 ივლისს სვეტიცხოვლის ტაძარში აღავლენს.

“წირვა დაიწყება 10:00 საათზე. ყველა მსურველს საშვის გარეშე შეეძლება გადაადგილება და დღესასწაულში მონაწილეობის მიღება.

სვეტიცხოვლის მიმართულებით უფასო ავტობუსები  გავა საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან დილით, 08:30სთ-ზე” – ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში.