14 აგვისტოს მარიამობის მარხვა დაიწყოაგვისტო 14, 2019

14 აგვისტოდან მართლმადიდებლებისთვის მარიამობის მარხვა დაიწყო, რომელიც28 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე დასრულდება.

ეკლესიის ისტორიაში ამ მარხვის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია; უცნობია ისიც, როდის დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული.

დღეისთვის, მართლმადიდებელ ეკლესიაში დაწესებული მარხვა 1166 წელს კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებაზე „ძველ განწესებათა თანახმად“ დაკანონდა. კრების თავმჯდომარე პატრიარქი ლუკა ყოფილა. ამ კრების შესახებ კანონისტი ბალსამონი წერს: „იმ დროისათვის ორჭოფობდნენ, თუ რამდენი დღე უნდა გაგრძელებულიყო მიძინებისა და შობის მარხვები, რაზეც წმიდა პატრიარქმა დაამოწმა: „მართალია, წერილობით არსადაა დაფიქსირებული ამ მარხვების ხანგრძლივობა, მაგრამ გადმოცემის საფუძველზე ერთი – პირველ (15) აგვისტოს, მეორე კი თხუთმეტ (28) ნოემბერს უნდა დაიწყოს“.

მარიამობის მარხვა მარხულთათვის თევზით ხსნილდება 19 აგვისტოს, ფერიცვალების დღესასწაულზე.