ადვოკატები საპატრიარქოს პრეზიდენტთან დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობას სთხოვენაგვისტო 16, 2019

პატიმრობაში მყოფი დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები საპატრიარქოს სთხოვენ, მსჯავრდებული სასულიერო პირის შეწყალების თაობაზე პრეზიდენტთან უშუამდგომლოს. შესაბამისი მიმართვა ადვოკატებმა საპატრიარქოში დღეს შეიტანეს.

ადვოკატების განცხადებით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

“საპატრიარქოში შევიტანეთ მიმართვა და მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვთხოვთ საპატრიარქოს და პირადად პატრიარქს, რომ გვიშუამდგომლოს პრეზიდენტთან და გაითვალისწინოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ის პირობები, რა პირობებშიც არის და რა სამედიცინო დასკვნებიც არის.

დარწმუნებული ვარ, თუ წერილს პირადად პატრიარქი გაეცნობა, მიიღებს გადაწყვეტილებას და იშუამდგომლებს პრეზიდენტთან”, – განაცხადა რამიშვილმა.

საპატრიარქოში მისვლამდე ადვოკატებმა მამალაძის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართეს.