საოკუპაციო ხაზთან ჯვარი აღიმართასექტემბერი 4, 2019

დღეს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ ჯვარი აკურთხა, რომელიც საოკუპაციო ხაზთან აღიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა ეპარქიის “ფეისბუკის” გვერდზეა განთავსებული.

ამავე ინფორმაციის თანამხად, წელს, მიტროპოლიტ ანდრიას ინიციატივით, ჯვრები საოკუპაციო ხაზთან მდებარე კიდევ ხუთ სოფლეში აღიმართა.
“ეპარქიის მმართველის ლოცვა-კურთხევით, სასულიერო პირების მიერ იკურთხება და ილოცება გორისა და ატენის ეპარქიის სოფლებში მცხოვრები ყველა ოჯახი, მოხუც წყვილებს კი ჯვარს წერენ.

ასევე, ეპარქიის მღვდელმთავარი და სამღვდელოება, მუდმივად ჩადის საზღვრისპირა სოფლებში და ადგილობრივ მოსახლეობას ანუგეშებენ.

ჯვრის ძალითა და მადლით, ერისა და ბერის ერთად დგომით ღმერთმა გაერთიანოს საქართველო” – ნათქვამია ეპარქიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.