ტაძარში, რომელსაც გაყიდვას უპირებენ, ღვთისმშობლის ხატი ტირისსექტემბერი 12, 2019

ჩი­კა­გო­ში მდე­ბა­რე ეკ­ლე­სი­ა­ში, რო­მელ­საც გა­კოტ­რე­ბის გამო გა­ყიდ­ვას უპი­რე­ბენ, ღვთის­მშობ­ლის ხატი ტი­რის – ABC-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ ტა­ძარ­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი და მრევ­ლი სა­უბ­რობს.

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მო­სა­მარ­თლემ წმინ­და სა­მე­ბის სა­ხე­ლო­ბის ბერ­ძნუ­ლი ეკ­ლე­სი­ის გა­ყიდ­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, მორ­წმუ­ნე­ე­ბი ტა­ძარ­თან არი­ან შეკ­რე­ბი­ლე­ბი და მო­ი­თხო­ვენ, ხა­ტის ეკ­ლე­სი­ი­დან გა­ტა­ნა არ და­უშ­ვან. ისი­ნი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ხა­ტის ცრემ­ლე­ბი ღვთი­უ­რი ნი­შა­ნია.

მრევ­ლმა ეკ­ლე­სი­ას­თან ღამე გა­ა­თე­ნა. მათი თქმით, იბ­რძო­ლე­ბენ, ხატ­მა ეკ­ლე­სია რომ არ და­ტო­ვოს. თუმ­ცა, ჩი­კა­გო­ში ბერ­ძნუ­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღვრებს სხვა გეგ­მე­ბი აქვთ – მათ სურთ, ხატი ტაძ­რი­დან გა­იაბრძანონ, რომ სას­წა­უ­ლის ნამ­დვი­ლო­ბა და­ად­გი­ნონ. მრევ­ლის აზრით, კი, ხა­ტის შეს­წავ­ლა ეკ­ლე­სი­ა­ში­ვეა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ამას­თან, მორ­წმუ­ნე­ებს იმე­დი აქვთ, რომ გა­კოტ­რე­ბუ­ლი ეკ­ლე­სი­ის გა­მოხ­სნას თა­ვა­დაც შეძ­ლე­ბენ და სა­ჭი­რო თან­ხის – 2.5 მლნ აშშ დო­ლა­რის შეგ­რო­ვე­ბას გეგ­მა­ვენ.