ისრაელში არქეოლოგებმა სამი მოციქულის სამშობლოს მიაკვლიესაგვისტო 12, 2017

ისრაელის მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ ქვეყნის ჩრდილოეთით, არქეოლოგებმა სოფელ ბეთსაიდას მიაკვლიეს, რომელიც ქრისტეს მოციქულების – ფილიპეს, ანდრია პირველწოდებულისა და პეტრეს სამშობლოდ მიიჩნევა.

სოფელს, ტიბერიადას ტბის სანაპიროზე, არქეოლოგიური გათხრების შედეგად მიაკვლიეს, რომელსაც ახალ აღთქმაში გალილეის ზღვა ეწოდება. აღმოჩენილია საბანელები, რომლებიც მოწმობენ, რომ ამ ტერიტორიაზე, ოდესღაც, რომაული დასახლებები არსებობდა.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს იყო ქალაქი იულიადა, რომელიც წარმოიქმნა მეთევზეთა სოფელ ბეთსაიდას ადგილას.
ასევე, აღმოაჩინეს სხვა მტკიცებულებები იმისა, რომ ამ ადგილას მსხვილი დასახლება მდებარეობდა, მათ შორის, მონეტები და ჭურჭლის ნარჩენები.