როსტოვში ინგუშებმა ქართველებს ტაძრის ასაშენებლად მიწის ნაკვეთები დაუთმესსექტემბერი 19, 2019

ინგუშეთის ყოფილი პრეზიდენტის რუსლან აუშევის გვერდზე, სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” პოსტია გამოქვეყნებული, რომლის თანახმადაც, რუსეთის ქალაქ როსტოვში, ქართველთა დიასპორას, მართლმადიდებლური ეკლესიის ასაშენებლად, ინგუშმა ოჯახებმა მიწის ნაკვეთები უსასყიდლოდ გადასცეს. პოსტში ნათქვამია:
„ქალაქ დონის როსტოვში ეთნიკური ქართველების დიდი დიასპორა ცხოვრობს. მათი არასრული დათვლებით ათობით ათასს აღემატება (ღმერთმა ქნას, მილიონამდე გახდნენ). როსტოველი ქართველების უხუცესებმა გადაწყვიტეს, ქალაქში ქართული მართმადიდებლური ეკლესია უნდა იყოს. შეუკვეთეს ესკიზი და სამუშაო პროექტი, რომელიც უმოკლეს ვადებში წარმატებით გააკეთეს. ამ ეკლესიის აღსამართად შეარჩიეს და გამოისყიდეს საუკეთესო ადგილი როსტოვის ცენტრში, ბოდრაიას ქუჩაზე. თუმცა, ქალაქის ხელისუფლებამ პროექტი მხოლოდ იმ მიზეზით არ დაამტკიცა, რომ მიწის ფართობი ეკლესიის არქიტექტურული გადაწყვეტისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ეკლესიის ასაშენებლად ქალაქში ვერ მოიძებნა შესაფერისი თავისუფალი ფართობი, რადგანაც იგი საკმაოდ მჭიდროდ არის დასახლებული.

გამოსავალი იყო მხოლოდ ერთი – ეკლესია ქალაქის საზღვრებს გარეთ უნდა გადაეტანათ. ამ შემთხვევაში ასაკოვანი ქართველების უმეტესობა სიშორის გამო ვერ შეძლებდა ეკლესიაში სიარულს. ამ გარემოებამ სერიოზულად გააწბილა როგორც ქართული საზოგადოება, ისე მშენებლობის სპონსორები.

როგორც ქართველებმა გაარკვიეს, ქალაქის ცენტრში, იმ მიწის ნაკვეთთან, რომელიც არასაკმარისი აღმოჩნდა, მდებარეობდა რამდენიმე ინგუშის სახლი. მას შემდეგ, რაც ინგუშებმა შეიტყვეს, რომ ქართული ეკლესიის ასაშენებლად მიწა არ კმაროდათ, ქართულ თემს საკუთარი ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს.

ინგუშების კეთილშობილური საქციელი ნუ გაგაოცებთ. ეს არის ურთიერთპატივისცემა, რომელიც ქართველ და ინგუშ ხალხს შორის საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა. ქართველები ყოველთვის, ინგუშებისთვის მძიმე პერიოდში, ამტკიცებდნენ თავიანთ ერთგულებას ინგუშებთან საუკუნოვანი და ნათესაობისა და ძმობის მიმართ.

მე არ დავასახელებ იმ უნგუშების სახელებს – ეს თავად მოისურვეს. დაე, უფალმა დალოცოს ისინი. დაე, თავისი მსგავსი ღირსეული შთამომავლები ჰყავდეთ” – ნათქვამია წერილში.