მეუფე ანდრია გორის რაიონში მოზარდებთან დაკაშირებულ მოვლენებს შემაძრწუნებელს უწოდებსსექტემბერი 20, 2019

გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) ბოლო დროს, გორის რაიონში მომხდარ მძიმე ფაქტებს ეხმაურება, რომლებიც არასრულწლოვნებს ეხება. ამასთან დაკავშირებით, მეუფე ანდრია ეპარქიის “ფეისბუკის” გვერდზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ყველა ვალდებულია დაფიქრდეს შვილების მომავალსა და სწორ სულიერ, ფიზიკურ, თუ ფსიქიკურ აღზრდაზე:

“ყველასათვის სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს ჩვენს რაიონში ორ მძიმე ფაქტს ჰქონდა ადგილი, შარშან მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობა, ახლა კი მოზარდების უზნეობაში თანამონაწილეობის მცდელობა, რამაც გაიჟღერა ქართულ მედია, თუ ინერნეტ სივრცეში. ძალზედ მძიმეა რაიმეს თქმა, რამეზე საუბარი, მიმდინარეობს გამოძიება ამ ბოლო ფაქტთან დაკავშირებით; დაველოდოთ მის შედეგებს. მაგრამ, თავად ეს შემაძრწუნებელი ფაქტი ყველა ჩვენგანს გვავალდებულებს, დავფიქრდეთ ჩვენი შვილების მომავალზე, მათ სწორ სულიერ, ფიზიკურ თუ ფსიქიკურ აღზრდაზე.
ყოვალდწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულის დამდეგს, შევთხოვთ დედა ღვთისმშობელს, დაიფაროს საქართველო და ქართველი ერი ამგვარი შემთხვევებისაგან” – წერს გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა).