პატრიარქი დღეს კიდევ 800-მდე ბავშვის ნათლია გახდებასექტემბერი 22, 2019

სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ნათლული დღეს კიდევ 800-მდე ბავშვი გახდება, რომლებიც ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან.

სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა საყოველთაო ნათლობა დღის მეორე ნახევარში გაიმართება.  აღსანიშნავია, რომ საყოველთაო ნათლობა დღეს მე-60-ედ ტარდება.

დღემდე პატრიარქს ასეთი ჯვარდაწერილი ოჯახებიდან 38 175 ნათლული ჰყავდა. დაახლოებით, 20:00 საათისთვის წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიბრძანდება და ნათლულებს დალოცავს.