“სიფათში მივცხე და 5 წელია აღარ იგინება” – რუსი მოძღვრის მეთოდი გინების წინააღმდეგსექტემბერი 22, 2019

რუსეთის საპატრიარქოს ოჯახის საკითხთა კომისიის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა დიმიტრიმ (სმირნოვმა) “გაამხილა” ის საიდუმლო, თუ როგორ გადააჩვია ადამიანი დედის გინებას.
ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში მოძღვარმა ისაუბრა, კონკრეტულად, მისი მეურვეობის ქვეშ მყოფი ბიჭი როგორ იგინებოდა: “სიფათში მივცხე და ის უკვე ხუთი წელია აღარ იგინება”.

რუსი მოძღვრის თქმით, ეს მეთოდი ეფექტურია, მაგრამ ჯობს, არ იყოს გამოყენებული და თითოეულმა ადამიანმა თავად აკონტროლოს საკუთარი საუბარი. “მე შემიძლია დავეხმარო: მივცხო სიფათში და მორჩა – თავისით იკურნება” – განაცხადა დეკანოზმა.

სააგენტო “უნიანის” ინფორმაციით, მანამდე, აღნიშნულმა მოძღვარმა ემოციურად განმარტა სურაგატული დედობა. მან ასეთი დედობა პროსტიტუციას შეადარა და განაცხადა, რომ ასეთ ადამიანებს დროებით – 100 დოლარად ქირაობენ (მოსკოვში), სუროგატობის შემთხვევაში კი ცხრა თვით ქირაობენ და თანხაც გაცილებით დიდია.