საქართველოს საპატრიარქო 2020 წელს ბიუჯეტიდან კვლავ 25 მილიონს მიიღებსსექტემბერი 30, 2019

2020 წლის ბიუჯეტის პროქტის მიხედვით, საქართველოს საპატრიარქოს უცვლელი რჩება და 25 მლნ ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, სასულიერო განათლების ხელშეწყობის გრანტის სახით ბიუჯეტიდან გამოიყოფა 14 მლნ 738 ათასი ლარი.

ბიუჯეტით განსაზღვრულია სხვადასხვა დაწესებულებების დაფინანსება:

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა სვიმონ კანანელის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრი

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ჯავახეთის ქ. ნინოწმინდის წმიდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატი

ა(ა)იპ – ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის საგანმანათლებლო ცენტრი

საქართველოს საპატრიარქოს ბათუმის წმინდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანე

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრი

ა(ა)იპ –საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

წმინდა გიორგი მთაწმინდელის მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრი

საქართველოს საპატრიარქოს ა(ა)იპ – ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტი

საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია

ა(ა)იპ – ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის სასწავლო ცენტრი

წყარო: GHN.GE