საპატრიარქოს იურისტი – როდესაც მეუფე პეტრეს წინააღმდეგ ვამბობდი, რომ მას უნდა პატრიარქის მოკვდინება, სწორედ ამ სიბინძურეზე მქონდა აქცენტიოქტომბერი 31, 2019

როდესაც მეუფე პეტრეს წინააღმდეგ ვამბობდი, რომ მას უნდა პატრიარქის მოკვდინება, მას უნდა მისი სულიერი და ფიზიკური მკვლელობა, სწორედ ამ სიბინძურეზე მქონდა აქცენტი, – ამის შესახებ საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, როცა მეუფე პეტრეს მიერ სინოდის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, დღეს დადასტურდა, “თუ როგორი ცილისწამება აკადრა მეუფე პეტრემ ეკლესიას და მის საჭეთმპყრობელ პატრიარქს”.

ედიშერ ქარჩავა ამბობს, რომ მეუფე პეტრე “თავის დედაოებით და დამქაშებით აპირებდა წლების წინ, რომ შეერყია პატრიარქის და ეკლესიის ავტორიტეტი და ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოეწვია”.

ედიშერ ქარჩავა ამბობს, რომ არ იცის, რა მიზანს ემსახურება მეუფე პეტრე, მაგრამ, მისივე თქმით, ერთი რამ ცხადია, რომ “მას ამოძრავებდა პირადი ამბიციები და მოტივაცია, ან გარკვეული ძალები აშანტაჟებენ ეკლესიის მიმართ”.

“მე შემიძლია, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი პოზიცია. ბოროტი გამოვლინება დღეს სრულად ვიხილეთ, როდესაც ფარდა აეხადა გარემოებას – როდესაც მეუფე პეტრეს წინააღმდეგ ვამბობდი, რომ მას უნდა პატრიარქის მოკვდინება, მას უნდა მისი სულიერი და ფიზიკური მკვლელობა, სწორედ ამ სიბინძურეზე მქონდა აქცენტი. უბრალოდ, საჯაროდ ვერც გავიმეორებდი. ღმერთმა დამიფაროს, რომ ის სიტყვები, ის ბინძური ცილისწამება, რომელიც მან იკადრა, მაშინვე მეთქვა, მაგრამ მე ვთქვი, რომ მას უნდა პატრიარქის მკვლელობა, მოკვდინება, ანუ სულიერი და ფიზიკური. შეიძლებოდა, ადამიანს გულიც კი გასკდომოდა იმ ცილისწამებისგან, ბინძური კამპანიისგან, რომელიც მან, ბოროტმა ვერ დაითმინა და სწორედ, მისი ბაგეებიდან ათქმევინა. მადლობა ღმერთს, რომ ჩემი სიტყვები გამართლდა”, – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

ედიშერ ქარჩავა ამბობს, რომ ეს არის მისი პირადი პოზიცია.