მღვდელმთავარი პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში წასვლას არ აპირებს და “გონივრული გეგმით იმოქმედებს”ნოემბერი 1, 2019

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში წასვლას, სადაც პატრიარქის ბრძანებით განმწესდა, არ აპირებს.

მღვდელმთავრობიდან გადაყენებულმა მეუფე პეტრემ ამის შესახებ ეპარქიის ახალ ხელმძღვანელ მიტროპოლიტ გრიგოლ კაციასთან, სხვა სასულიერო პირებსა და მრევლთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მან ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტრის დათმობა ითხოვა.

ამასთან, პეტრე ცაავა აცხადებს, რომ მას მიტროპოლიტი გრიგოლ კაციასთვის, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიას მის ნაცვლად უხელმძღვანელებს, ეპარქიის გადაბარების პრობლემა არ ჰქონია.

„მე გუშინაც მარტივად დავთმე ეს მდგომარეობა. შეფასებაზე, იგივე აზრზე ვრჩები, მაგრამ გადაბარებასთან მიმართებაში პრობლემა რომ მქონოდა, მაშინ წავიდოდი კომპრომისზე,“ – აღნიშნა მეუფე პეტრე ცაავამ და კითხვაზე: რა გეგმა ექნება მომავალში, დასძინა, რომ „გონივრული მოქმედების გეგმა ექნება“.

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მიტროპოლიტმა დღესვე საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებზე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადება შეაფასა და მას „წინასაარჩევნო განცხადება“ უწოდა.

ყოფილმა მიტროპოლიტის თქმით, მიაჩნია, რომ „პრემიერს უფრო ღირსეული შეფასება უნდა გაეკეთებინა მოვლენის შესახებ“.

„მიმაჩნია, რომ ეს იყო 2020-ის არჩევნებისთვის გათვლილი აქცენტები. პრემიერმა წინასაარჩევნო განცხადება გააკეთა ამ პოზიციით და ვისურვებდი, რომ უფრო წინდახედული ყოფილიყო, რომ გავიდეს დრო და არ შერცხვეს თავისი ნათქვამის, ისე როგორც შერცხვა მის წინამორბედ პრემიერებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ სახელმწიფო გადატრიალება იგეგმებოდა ციანიდის საქმით და დღემდე შერცხვენილები არიან,“-განაცხადა პეტრე ცაავამ.

შეგახსენებთ, რომპრემირ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს საპატრიარქოშიგანვითარებულიმოვლენებისახელმწიფოსადაელესიაზემიზანმიმართულ შეტევად შეაფასა.

IPN.GE