სალომე ზურაბიშვილი პატიმარი დეკანოზის შეწყალებაზე – “დავფიქრდები”ნოემბერი 3, 2019

შეწყალება არის სენსიტიური საკითხი, საზოგადოებაში არის ვნაბათაღელვა. ძალიან გავუფრთხილდები ჩემს გადაწყვეტილებას ამ მიმართულებით,- ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძოს შეწყალების საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც შეწყალებასთან დაკავშირებით წესებზე მუშაობა დასრულდება, მან უნდა შეუსწავლოს ყველა შემოსული საქმე.

„ისედაც ჯერ წესები არ არის ჩამოყალიბებული. ამაზე ვმუშაობთ. როგორც კი იქნება მზად ახალი ბრძანება, გაგაცნობთ და მერე დავფიქრდები. დავფიქრდები, რომ რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, ყველასთვის გასაგები იყოს. დღევანდელ საზოგადოებას არ სჭირდება კიდევ ერთი შფოთის მიზეზი და ამიტომ დავფიქრდები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.